უროლოგია და გინეკოლოგია
ფაგოთერაპია უროლოგიურ პრაქტიკაში
თანამედროვე უროლოგიაში უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადებების მკურნალობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გამოწვეულია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებთან დაკავშირებული ინფექციებით. ფაგოთერაპიით შეიძლება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, მაგალითად, ქრონიკული პიელონეფრიტი, ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტი, ქრონიკული ეპიდიდიმიტი, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი.
ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ხშირად თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი უშედეგოდ მკურნალობდა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით სხვადასხვა საავადმყოფოსა თუ კლინიკაში.
მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს საშუალებას აძლევს წარმატებით უმკურნალოს ქრონიკული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს როგორც ფართო სპექტრის სტანდარტული, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ფაგური პრეპარატების გამოყენებით მკურნალობის კურსის ინდივიდუალიზაციისათვის.
კომპლექსური მკურნალობა გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის ბაქტერიოფაგური პრეპარატების ორალურად და ადგილობრივად გამოყენების, კომბინაციას და საჭიროების შემთხვევაში, ფაგურ პრეპარატებთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენებასაც. ასეთი მიდგომა ამცირებს მკურნალობისათვის საჭირო დროს და აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს.
ფაგოთერაპია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის გინეკოლოგიის დეპარტამენტი იყენებს ფაგურ პრეპარატებს შემდეგი დაავადებების კომპლექსური მკურნალობისათვის:
• ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები (Chronic bacterial infections)
• მწვავე და ქრონიკული ვაგინიტი (ვაგინოზი) (Acute and chronic vaginitis (vaginosis)
• ცერვიციტი (Cervicitis)
• ცისტიტი (ქრონიკული და მწვავე) (Cystitis (chronic and acute)
• ვულვოვაგინიტი (ქრონიკული და მწვავე) (Vulvo-vaginitis (chronic and acute)
• ვაგინალური/საშოს დისბიოზი (Vaginal dysbiosis)
• მენჯის ღრუს ბაქტერიული ინფექციები (Bacterial infections of the pelvic cavity)
ამ დაავადებებს ყველაზე ხშირად იწვევს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა: ეშერიხია კოლი/E. Coli, სტრეპტოკოკები (A ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები და პნევმოკოკები)/Streptococcus spp., სტაფილოკოკები /Staphylococcus spp., ენტეროკოკები /Enterococcus spp., ფსეუდომონა/Pseudomonas, კლებსიელა/Klebsiella, პროტეუს ვულგარის/Proteus vulgaris, პროტეუს მირაბილის/Proteus mirabilis, ვირიდანის სტრეპტოკოკები/S. Viridans და სხვ.
ფაგური პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია როგორც ორალურად, ასევე მალამოსა და სუპოზიტორების სახით. ჩვენ ასევე ძალიან ეფექტურად ვიყენებთ შარდის ბუშტში ინსტილაციის/პრეპარატის წვეთ-წვეთად შეყვანის მეთოდს ურინარული დარღვევების სამკურნალოდ.