ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა
ბაქტერიოფაგის კლინიკა გთავაზობთ ბაქტერიული ინფექციების, განსაკუთრებით ქრონიკული და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული დაავადებების ეფექტურ მკურნალობას ფაგოთერაპიით. იგი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული სულ რამდენიმე სამედიცინო ცენტრიდან, რომელიც სამკურნალოდ ფაგოთერაპიას იყენებს. ცენტრი გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სტრუქტურაში შედის - კვლევით დაწესებულებაში, რომელსაც 1923 წლიდან ბაქტერიოფაგიის კვლევისა და პრაქტიკული გამოყენების მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები პედიატრიის, შინაგანი მედიცინის, უროლოგიის, გინეკოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, დერმატოლოგიისა და ქირურგიის მიმართულებით. ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ ქირურგიულ კონსულტაციებსა და კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას, რომლის სამკურნალო სტრატეგიის ქვაკუთხედს ბაქტერიოფაგების გამოყენება წარმოადგენს.