ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა
ჩვენ ვამაყობთ, რომ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა მსოფლიო მასშტაბით იმ რამდენიმე სამედიცინო ცენტრს შორის ლიდერია, რომელიც ფაგოთერაპიას სამკურნალოდ იყენებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ უნიკალური მეთოდის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის შემადგენელი ნაწილი, ჩვენი კვლევითი ცენტრი 1923 წლიდან ლიდერობს ბაქტერიოფაგიის სფეროში – აქტიურად იკვლევს მას და ხელს უწყობს მისი პოტენციალის პრაქტიკულ რეალიზებას.
ჩვენს კლინიკაში მუშაობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პედიატრიაში, შინაგან მედიცინაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში და დერმატოლოგიაში. გარდა ამისა, ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ამბულატორიულ და ქირურგიულ კონსულტაციებს.
ჩვენი მისიაა, პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე დაფუძნებული, მაღალი ეფექტურობისა და ინდივიდუალური მიდგომის მქონე მკურნალობა, რომელიც სრულად იყენებს ფაგოთერაპიის უნიკალურ პოტენციალს ჯანმრთელობის რთული პრობლემების გადასაჭრელად.
რა არის ბაქტერიოფაგი?
ფაგოთერაპია გულისხმობს ბაქტერიოფაგებად ცნობილი სასარგებლო („კარგი“) ვირუსების გამოყენებას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ან ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ეს ბაქტერიული ვირუსები - ბაქტერიოფაგები ამორჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს „დაშლის“ (“lysis”) პროცესის საშუალებით.


ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციები
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს - ბაქტერიოფაგის კლინიკას პაციენტები მთელი მსოფლიოდან მიმართავენ უნიკალური ფაგოთერაპიის საშუალებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების სამკურნალოდ.
თერაპიული და პროფილაქტიკური გამოყენებისთვის ჩვენ საგანგებოდ ვარჩევთ ფაგურ პრეპარატებს, რომლებსაც ფართო სპექტრის მოქმედება აქვთ დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ. არჩევანი ეფუძნება კლინიკური ნიმუშების ბაქტერიოლოგიურ ანალიზს.
ფაგოთერაპია
ფაგოთერაპია ინფექციების, განსაკუთრებით ქრონიკული და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შემთხვევების, მკურნალობის ეფექტური მეთოდია. დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში ბაქტერიები, მათ შორის როგორიცაა რეზისტენტული სტაფილოკოკი (MRSA), ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი ბაქტერიები (ESBL), კარბაპენემ-რეზისტენტული (CRE) და ვანკომიცინ-რეზისტენტული (VRE) შტამები. ბაქტერიოფაგებს შეუძლიათ წარმატებით ებრძოლონ როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ, ასევე ისეთ ინფექციებს, რომელთა ადეკვატური მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეუძლებელია დარღვეული სისხლის მიმოქცევის ან ბაქტერიული ბიოფილმების გამო. უფრო მეტიც, ჭრილობებსა და სხეულში ადგილმონაცვლეობის უნარი მათ დამატებით უპირატესობას ანიჭებს. გარდა ამისა, ფაგებით მკურნალობა ეფექტური გამოსავალია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ანტიბიოტიკებზე ალერგია აქვთ - ბაქტერიოფაგები მათი ცხოველქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავში ბაქტერიული ეკოლოგიის შენარჩუნებას. რამდენადაც ფაგები ბაქტერიებთან მებრძოლი ბუნებრივი ორგანიზმებია, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ცვალებადობასთან გასამკლავებლად ისინი ფლობენ ადაპტაციისა და სახეცვლილების უნარს, რაც ამ ბაქტერიებთან საბრძოლველად „ახალი“ ბაქტერიოფაგების აღმოჩენის უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, მსოფლიო ლიდერია ფაგოთერაპიის სფეროში. ინსტიტუტი გამოირჩევა ბაქტერიოფაგების უპრეცედენტო კოლექციით, რომელიც გამოიყენება ფაგური პრეპარატების შემუშავებისა და წარმოებისათვის.
ჩვენი ფილოსოფია
ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობის მიღწევაში ყველაზე ეფექტური სამკურნალო მეთოდების კომბინირების საშუალებით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა თერაპიის ჰოლისტური მიდგომის, რაც გულისხმობს ფაგოთერაპიის ინტეგრირებას სხვა მკურნალობის სტრატეგიებთან საუკეთესო შედეგების მისაღწევად. პაციენტზე ზრუნვა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მთავარი პრიორიტეტია.
პროფესიული მომსახურება
ჩვენი სპეციალისტები გამოირჩევიან ფართო სამედიცინო განათლებითა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ფაგოთერაპიის სფეროში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ელიავას დიაგნოსტიკურ ცენტრთან, რაც უზრუნველყოფს ინფექციების ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის უმაღლეს სტანდარტს.
პაციენტზე ზრუნვა
ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ მკურნალობას ჩვენს კლინიკაში და გაწვდით საჭირო ცოდნას, რათა მომავალშიც შეძლოთ აქტიური როლის შესრულება თქვენი გამოჯანმრთელების პროცესში. ჩვენი პრიორიტეტია პაციენტზე ყოვლისმომცველი ზრუნვა, რაც მის სწრაფ და ეფექტურ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.
ჩვენი მისია
როგორც ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, ჩვენ მზად ვართ ფაგოთერაპიის გამოყენებით მკურნალობა შევთავაზოთ ქრონიკული და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მქონე პაციენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათი გრძელვადიანი ჯანმრთელობის აღდგენას.
ჩვენი ხედვა
როგორც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, ჩვენი მიზანია პაციენტებს დავეხმაროთ სასურველი შედეგის მიღწევაში, ფაგოთერაპიის სამედიცინო პრაქტიკის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში გამოყენებით.
მაღალი ხარისხი
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ბაქტერიულ ინფექციებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში მაქსიმალურად.