როგორ მოგმართოთ და რა სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ პირველი კონტაქტის დროს?

მკურნალობის პროცედურა შემდეგნაირია:

• თავდაპირველად გაივლით კონსულტაციას ექიმთან, რომელიც ყურადღებით შეისწავლის თქვენს მდგომარეობას.

• ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის ანალიზებს, რათა განისაზღვროს ბაქტერიული ინფექციები და ჩატარდეს ფაგზე მგრძნობელობის ტესტი.

• ანალიზის შედეგების საფუძველზე ექიმი შეგირჩევთ შესაბამის ფაგს და დაიგეგმება ფაგოთერაპიის კურსი თქვენი სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით.

• შემდეგი ნაბიჯია შედეგების მონიტორინგი – მკურნალობის პროცესში ჩვენ დავაკვირდებით პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში განვაახლებთ თერაპიას.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 579 22 86 86

რომელი დაავადებების მკურნალობა შეიძლება ფაგოთერაპიით?

უროლოგია და გინეკოლოგია: პროსტატიტი, ურეთრიტი, ვაგინიტი, ცისტიტი, ურინარული ტრაქტის სხვა ანთებითი დაავადებები. (Prostatitis, Urethritis, Vaginitis, Cystitis, Other inflammatory diseases of the urinary tract)

ქირურგიული ინფექციები: ქრონიკული ჭრილობები, დიაბეტური ტერფის წყლული, პროთეზით გამოწვეული ინფექციები. (Chronic Wounds, Diabetic Foot Ulcers, Prosthetic-associated Infections)

შინაგანი მედიცინა: ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული ინფექციები, ბრონქიექტაზი, პნევმონია. (Cystic Fibrosis-associated Infections, Bronchiectasis, Pneumonia)

ყელ-ყურ-ცხვირი: სინუსიტი, რინიტი, ფარინგიტი, ოტიტი, ტონსილიტი (Sinusitis, Rhinitis, Pharyngitis, Otitis, Tonsilitis)

კუჭ-ნაწლავის დაავადებები: რეფლუქს-ეზოფაგიტი, გასტრიტი, ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), წვრილი ნაწლავის გადაჭარბებული ბაქტერიული ზრდის სინდრომი  (SIBO), ინფექციური  დიარეა, ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის დარღვევები. (Reflux Oesophagitis, Gastritis, Antibiotic-associated Diarrhea, Irritable Bowel Syndrome (IBS), Small Intestine Bacterial Overgrowth Syndrome (SIBO), Infectious Diarrhea, Lyme Disease-associated Gastrointestinal Disorders)

დერმატოლოგია: ჰიდრადენიტი, ჩირქოვანი დერმატიტი, ფოლიკულიტი, ჭრილობები, ფისტულები, ტროფიკული წყლულების ინფექციური გართულებები, იქთიოზისა და ნეტერტონის სინდრომის ინფექციური გართულებები, აკნეს ინფექციური გართულებები. (Hidradenitis, Purulent Dermatitis, Folliculitis, Wounds, Fistulas, Infectious Complications of Trophic Ulcers, Infectious Complications of Icthysosis and Netherton Syndrome, Infectious Complications of Acne)

თუ თქვენ ვერ იპოვეთ თქვენი დაავადება ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათა სიაში, ეს არ ნიშნავს, რომ ფაგოთერაპია თქვენთვის არ არის. დაგვიკავშირდით.

რომელი დაავადებების მკურნალობა არ შეიძლება ფაგოთერაპიით?

ბაქტერიოფაგური კოქტეილები გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არა ვირუსული ან სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. გამონაკლისია ზოგიერთი გავრცელებული ბაქტერიული დაავადება, როგორიცაა ლაიმის დაავადება, ტუბერკულიოზი, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, ჰელიკობაქტერ პილორი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ფაგოთერაპია შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც ძირითადი თერაპიის დამხმარე საშუალება.

როგორია თქვენი წარმატების მაჩვენებელი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან თითოეული პაციენტის შემთხვევა განსხვავებულია და ჩვენი პაციენტების უმრავლესობა წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი მკურნალობს ქრონიკულ ინფექციებს. ამ შემთხვევებს ახასიათებს სხვადასხვა ტიპის გართულებები და გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით  - ასე რომ, არ არსებობს ორი ერთნაირი შემთხვევა და წარმატების დეფინიციაც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია.

შემიძლია თუ არა კლინიკაში მოსვლა შეხვედრაზე წინასწარ ჩაწერის გარეშე?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლინიკაში ექიმებთან შეხვედრების გრაფიკი წინასწარ გაწერილია, რათა თითოეულ პაციენტს ჰქონდეს სათანადო დრო მკურნალ ექიმსა და სამედიცინო გუნდთან კონსულტაციისთვის, ზოგჯერ შეგვიძლია მივიღოთ დაუგეგმავად მოსული პაციენტებიც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ისინი მოვათავსოთ ჩვენს უაღრესად მჭიდრო გრაფიკში.

და მაინც, გთხოვთ, ვიზიტამდე დაგვიკავშირდეთ, რათა წინასწარ გვქონდეს ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ და შეგირჩიოთ შესაბამისი რეკომენდაციები.

როგორ გავიგო, დამჭირდება თუ არა ინდივიდუალური ფაგი ანუ ე. წ. ავტოფაგი?

ეს განისაზღვრება ფაგისადმი მგრძნობელობის ტესტით ან სტანდარტული ფაგური პრეპარატებით საცდელი ვადით მკურნალობის შემდეგ. საკითხი გადაწყდება ინდივიდუალურად.

როგორია შემდეგი ნაბიჯები, თუ კვლევის შედეგები არ გამოავლენს რომელიმე ინფექციას ან აჩვენებს სხვა ტიპის ინფექციებს?

პაციენტის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით, შესაძლებელია მანამდე აქტიური ბაქტერიის ემპირიული მკურნალობის განხილვა. ასეთ შემთხვევებში, თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია უკვე იზოლირებული ბაქტერიული შტამის გამოგზავნა.

რა დრო ჭირდება ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებას?

10-14 დღე.

როგორ გადავიხადო?

მისაღებია როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათები გარდა American Express-ისა.

ელექტრონული ტრანზაქციებისათვის ვიყენებთ მხოლოდ საბანკო გადარიცხვას ან TransferWise-ს, ვალუტის მიუხედავად.