02.04.2026

ფაგოთერაპია - აკნესა და ფოლიკულიტების მკურნალობის ინოვაციური, უსაფრთხო მეთოდი

მსოფ­ლი­ო­ში ან­ტი­მი­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბა სულ უფრო მზარ­დი პრობ­ლე­მა ხდე­ბა. სწო­რედ ამ ფონ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მკურ­ნა­ლო­ბის ისე­თი უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი, რო­გო­რიც ფა­გო­თე­რა­პი­აა. ის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და არა­ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბი­თაც ხა­სი­ათ­დე­ბა. მათ შო­რი­საა დერ­მა­ტო­ლო­გი­აც, რა­ზეც დე­ტა­ლუ­რად ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრის - ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის კლი­ნი­კის დე­რამ­ტო­ლო­გი ნანა ყან­ჩე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა­ტომ გახ­და ფა­გო­თე­რა­პია ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში და რა გა­ნას­ხვა­ვებს მას ტრა­დი­ცი­უ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის­გან?

ფა­გო­თე­რა­პია ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დია, რო­მელ­მაც ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ მზარ­დი ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის გამო მი­ი­პყრო. მისი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ფა­გე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ ანად­გუ­რე­ბენ სა­სარ­გებ­ლო, „მე­გო­ბარ“ მიკ­რო­ბებს. ისი­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კლა­ვენ მხო­ლოდ სა­მიზ­ნე, და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ებს. გარ­და ამი­სა, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი უსაფრ­თხოა, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რად აქვთ გა­მო­ხა­ტუ­ლი და მათი და­ნიშ­ვნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან და სხვა წამ­ლებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, დად­გე­ნი­ლია, რომ გარ­და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბი­სა, ფა­გებს გა­აჩ­ნი­ათ აგ­რეთ­ვე იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც კა­ნის მიკ­რო­ბი­ო­მი­სა და იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ