ქართულმა ფაგოთერაპიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - იტალიაში ქართულ-იტალიური წიგნი გამოიცა
ქართული მედიცინის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პირველად იტალიაში გამოიცა ქართულ-იტალიური სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ქართულ ფაგოთერაპიას ეძღვნება. წიგნი, სახელწოდებით The Beauty and the Power of Phages გამოსცა La Casa di Ippocrate-მ.
გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ფაგოთერაპიას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებად მიიჩნევა. წიგნში ასახულია ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის გამოცდილება და ამ სფეროს განვითარების ისტორია საქართველოში, ასევე ქართული კლინიკის პრაქტიკული გამოცდილება და წარმატებული შემთხვევები.
ბაქტერიოფაგები ბუნებრივი ვირუსებია, რომლებიც ბაქტერიებს ანადგურებენ და თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზრდის ფონზე. სწორედ ამიტომ, ფაგოთერაპია კვლავ აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო სამეცნიერო დღის წესრიგში.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ