ფაგოთერაპია: მიკრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ძველი, მაგრამ უძვირფასესი იარაღი – ინტერვიუ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარ ექიმ დეა ნიჟარაძესთან
ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის ზრდასთან ერთად, გლობალური სამედიცინო საზოგადეობა ალტერნატიული მიდგომების ძიებაშია. ერთ-ერთი ყვლაზე პერსპექტიული მეთოდი ამ მიმართულებით ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპიაა. მკურნალობა ცოცხალი ვირუსებით, რომლებიც მავნე ბაქტერიებს მიზნობრივად ანადგურებენ, ხოლო საჭირო მიკროორგანიზმებს ინარჩუნებენ. საქართველო, განსაკუთრებით გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, უკვე წლებია საერთაშორისო ლიდერია ამ სფეროში. ინტერვიუში ბაქტერიოფაგის კლინიკის მთავარი ექიმი, დეა ნიჟარაძე საუბრობს ფაგების ბუნებრივ როლზე, კლინიკურ გამოყენებაზე, პერსონალიზებული მედიცინის პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე.
რა არის ბაქტერიოფაგი და რა როლს ასრულებს ცოცხალ ბუნებაში?
ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც იკვებება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიებით, ის ჩვენი ეკოსისტემის აუცილებელი ნაწილია და თავისუფლად მოიპოვება როგორც ცოცხალ ბუნებაში, ასევე ჭარბადაა კანის ზედაპირზე და ორგანიზმში, განსაკუთრებით, ბევრია ნაწლავის მიკრობიომში.
რომელ კლინიკურ შემთხვევებშია ფაგოთერაპია რეკომედნებული? და რომელი ჩივილებით მოდიან პაციენტები ყველაზე ხშირად?
ბაქტერიოფაგები, უფრო ზუსტად – ფაგური პრეპარატები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს იმ დაავადებებში, რომელსაც კლასიკურად ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ. პაციენტები ჩვენს კლინიკაში ყველაზე ხშირად გვიკავშირდებიან საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის, კანის ჩირქოვანი დაავდებების, პოსტოპერაციული ქირურგიული ჭრილობების, ყელ-ყურ – ცხვირის პრობლემების და გინეკოლოგიური დაავადებების დროს. გვყავს პაციენტები როგორც საქართველოდან, ასევე 86 სხვა ქვეყნიდან.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ