პერსონალიზებული მედიცინა და ფაგოთერაპიის შესაძლებლობები ამ მიმართულებით
პერსონალიზებული მედიცინა და ფაგოთერაპიის შესაძლებლობები ამ მიმართულებით
პერსონალიზებული მედიცინა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტენდენციად იქცა.
საქართველოში ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო ფორმით, ფაგოთერაპიის სახით ვითარდება. თავად ფაგოთერაპიის მრავალწლიანი გამოცდილება კი გიორგი ელიავას ინსტიტუტს უკავშირდება.
ამ თემაზე ვესაუბრეთ ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმ თერაპევტ ლია ნადარეიშვილს, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა, რა არის პერსონალიზებული მედიცინა, რატომ გახდა ის მსოფლიოში აქტუალური, როგორია ამ სფეროს მდგომარეობა საქართველოში და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა პაციენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქალბატონო ლია, რას ნიშნავს პერსონალიზებული მედიცინა?
პერსონალიზებული მედიცინა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ზუსტი მედიცინა, არის მიდგომა მკურნალობასა და ზოგადად ჯანდაცვაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ ცვლილებებს თითოეული ადამიანის გენოტიპში, გარემოსა და ცხოვრების წესში. პერსონალიზებული მედიცინის მიზანი სამედიცინო გადაწყვეტილებების, მკურნალობის, პრაქტიკის და პროდუქტების ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებაა.
პერსონალიზებული მედიცინა ფართო ცნებაა და რამდენიმე მნიშვნელოვან, ძირითად კომპონენტს მოიცავს. მათი საშუალებით ინდივიდის ძირითადი მახასიათებლების დადგენა ხდება. აღნიშნული მახასიათებლები შეიძლება იყოს გენეტიკური, მეტაბოლური და სხვა. ისინი ინდივიდში დაავადების რისკის შეფასების, მკურნალობაზე პასუხის პროგნოზირების და მიზნობრივი თერაპიის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. პერსონალიზებული მედიცინა ასევე ითვალისწინებს პაციენტის სპეციფიკურ მონაცემებს, როგორიცაა სამედიცინო ისტორია, გარემო ფაქტორები, ცხოვრების წესის არჩევანი და პრეფერენციები მორგებული მკურნალობის გეგმების შემუშავებისთვის.
ამ კომპონენტების ინტეგრირებით, პერსონალიზებული მედიცინა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სამედიცინო მკურნალობის სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს არასასურველი ეფექტები. ის წარმოადგენს გადახვევას ჯანდაცვის ტრადიციული, ერთიანი მიდგომიდან, უფრო ინდივიდუალური და ზუსტი ინტერვენციებისკენ.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ