ფაგოთერაპია გინეკოლოგიაში - როგორ ებრძვის ბაქტერიოფაგის კლინიკა რთულ ბაქტერიულ ინფექციებს
ბოლო წლებში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა სულ უფრო რთული გახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექცია ქრონიკულ ფორმაში გადადის ან ანტიბიოტიკებზე აღარ რეაგირებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტი აღარ არის - ის ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს.
ფაგოთერაპია ალტერნატიული მეთოდია, რომელიც ეფუძნება ბაქტერიოფაგების - ბაქტერიების ბუნებრივი მტრის - გამოყენებას. სწორად შერჩეული ფაგები ეფექტურად ებრძვიან ინფექციას და ეხმარებიან პაციენტებს გამოჯანმრთელებაში.
ბაქტერიოფაგის კლინიკა
ჩვენი კლინიკა ლიდერია მსოფლიოში იმ რამდენიმე დაწესებულებას შორის, სადაც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება ფაგოთერაპია.
ჩვენ გთავაზობთ:
- ამბულატორიულ ქირურგიულ და არა ქირურგიულ კონსულტაციებს
- დაავადების მართვის ინდივიდუალურ სტრატეგიებს
- ფაგოთერაპიის ეფექტურ კომბინაციას სხვა მეთოდებთან
ფაგოთერაპია გინეკოლოგიაში
გინეკოლოგიის დეპარტამენტი წარმატებით იყენებს ფაგურ პრეპარატებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექციების დროს. მკურნალობა ეფუძნება ფაგების გამოყენებას ორალურად, ვაგინალურად ან კომბინირებულად.
ფაგოთერაპიის გამოყენების სფეროები:
- ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები
- მწვავე და ქრონიკული ვაგინიტი (ვაგინოზი)
- ცერვიციტი
- მწვავე და ქრონიკული ცისტიტი
- ვულვოვაგინიტი
- ვაგინალური დისბიოზი
- მენჯის ღრუს ბაქტერიული ინფექციები
გამომწვევი ბაქტერიები:
E. coli, Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., Pseudomonas, Klebsiella, Proteus vulgaris, Proteus mirabilis, S. Viridans და სხვა.
რეალური შემთხვევა კლინიკიდან
გინეკოლოგი: ნინო ოდიშელიძე
პაციენტი: 61 წლის ქალი, ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტით
სიმპტომები:
- ხშირი შარდვა
- წვის შეგრძნება შარდვისას
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- ცხელება
წაიკითხეთ სრულად სტატია: დააჭირეთ აქ