ფაგების გამოყენება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს - ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალება
როდესაც მთელი მსოფლიო ანტიბიოტიკორეზისტენტობას ებრძვის, სულ უფრო დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა ფაგები, როგორც მიკრობებსა და ბაქტერიებთან ბრძოლის ალტერნატიული საშუალება. უკანასკნელ წლებში ფაგოთერაპია განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ამ მიმართულების განვითარებას მთელი სამყარო დიდი ინტერესით უყურებს. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა, რომელიც უკვე 15 წელია ელიავას კონსორციუმის ფარგლებში არსებობს, აქტიურად ემსახურება ქართველ თუ უცხოელ პაციენტებს და ფაგებით მკურნალობის უამრავ წარმატებულ შემთხვევასაც ითვლის.
ცენტრში ფაგებით მკურნალობა სხვადასხვა მიმართულებით ხდება და მათ შორისაა ოტორინოლარინგოლოგიაც. ზოგადად, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებში ხშირია მიკრობული გართულებები. მეტიც, ისინი ხშირად ქრონიკულ სახეს იღებს. ასეთ შემთხვევებში ეფექტურია ფაგებით მკურნალობა, რისი მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს ცენტრის ოტორინოლარინგოლოგ გოგი ხვიჩიას. ამ თემაზე დეტალურად თავად ექიმი გვესაუბრება.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ