85 ქვეყნიდან მიღებული პაციენტები და მკურნალობის უნიკალური გზები - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - ბაქტერიოფაგის კლინიკის მთავარი ექთანი ია ქუთათელაძე
თუ ერთხელ მაინც გისარგებლიათ, სამედიცინო მომსახურებით, მაშინ გეცოდინებათ რამხელა როლი აქვს ამ პროცესში ექთანს. ის გახლავთ ჯანდაცვის სისტემის რგოლი, რომელთანაც პაციენტი საკმაოდ დიდ დროს ატარებს და დიდწილად სწორედ ექთანი განსაზღვრავს კლინიკაში მიღებული სერვისის ხარისხს.
თანამედროვე ექთანი არ არის რუტინული საქმის შემსრულებელი ადამიანი. ის აქტიურად მონაწილეობს ანამნეზის შეგროვებაში, მკურნალობის პროცესში, რეაბილიტაციასა და პაციენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაში. დიდი, თუმცა ხშირად დაუფასებელი როლიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დღეს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - ბაქტერიოფაგის კლინიკის მთავარი ექთანი ია ქუთათელაძე გაგაცნოთ.
ია, მოგვიყევით თქვენი და ბაქტერიოფაგის კლინიკის შესახებ
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა ამჟამინდელი სახით 2009 წლიდან არსებობს. ის წარმოადგენს მულტიპროფილურ ამბულატორიულ კლინიკას, სადაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმები მუშაობენ.
თავად მე ამ გუნდს 15 წლის წინ შემოვუერთდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და საქმე, რომელსაც ვაკეთებ.
მოგეხსენებათ, ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციების ფაგური საშუალებებით მკურნალობას გულისხმობს. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა გლობალურ საფრთხედ დაასახელა. მას შემდეგ კლინიკაში უცხოელი პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩამოსული პაციენტების უმრავლესობას სწორედ ანტიბიოტიკების მიმართ სრული რეზისტენტობის პრობლემა აქვს. მათი ჩვენ ბოლო იმედი ვართ.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ