შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების ეფექტური საშუალებები - გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე
შარდსასქესო სისტემის ინფექციური დაავადებები ძალიან ხშირად გამოწვეულია შარდსასქესო სისტემაში ბაქტერიების შეჭრითა და გამრავლებით.
საშარდე სისტემა მოიცავს თირკმელებს, შარდსაწვეთს (ურეთერს), შარდის ბუშტს და შარდსადენს (ურეთრა). აღნიშნულის მიხედვით განსხვავდება ინფექციების ტიპებიც.
შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უამრავ ქალს აწუხებს. ის, როგორც წესი ვლინდება კლინიკურად და ახასიათებს წვა, ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა და შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნება.
სამწუხაროდ, ხშირია ინფექციების თვითნებური, არასწორი მკურნალობის შემთხვევევბი, რაც შედეგის დადგომას ახანგრძლივებს და რიგ შემთხვევაში, პრობლემის გამწვავებას იწვევს.
როგორც ელიავას ფაგოთერაპიული ცენტრის - ბაქტერიოფაგის კლინიკის გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე განმარტავს, შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციები, უმეტესად 18-40 წლის ქალბატონებში ვლინდება, თუმცა, მომართვიანობა გვხვდება ბავშვთა ასაკშიც.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ