14.01.2025

ფაგების გამოყენება აკნეს, როზაცეასა და კანის სხვა დაავადებების დროს

ფა­გო­თე­რა­პია ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ის ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო, უსაფრ­თხო მე­თო­დია. ამას­თან, წარ­მო­ად­გენს უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზას ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ამ ფონ­ზე, ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კაა მსოფ­ლი­ო­ში. მის გა­მოც­დი­ლე­ბას იზი­ა­რებს ისე­თი ქვეყ­ნე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის აშშ, ჰო­ლან­დია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, საფ­რან­გე­თი, შვე­დე­თი და ა. შ.

ფა­გე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის, მათ შო­რის, კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ამ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­უ­ლი კლი­ნი­კის ექი­მი დერ­მა­ტო­ლო­გი ნანა ყან­ჩე­ლი და მისი ასის­ტენ­ტი, უმ­ცრო­სი ექი­მი, დერ­მა­ტო­ლო­გი­ის რე­ზი­დენ­ტი ლიკა ჯინ­ჭა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

რო­გორც ნანა ყან­ჩე­ლი გან­მარ­ტავს, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ძი­რი­თა­დად კა­ნი­სა და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლის ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ესე­ნი გახ­ლავთ: კა­ნის აბსცე­სი, ფუ­რუნ­კუ­ლი, კარ­ბუნ­კუ­ლი, აკნე, რო­ზა­ცეა, ჩირ­ქო­ვა­ნი ჰიდ­რა­დე­ნი­ტი, ფო­ლი­კუ­ლი­ტე­ბი და სხვა. ფა­გე­ბი ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხვა არა­ინ­ფექ­ცი­უ­რი გე­ნე­ზის და­ზი­ა­ნე­ბი­სას.

წაიკითეთ სრულად: დააჭირეთ აქ