22.12.2024

ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცოდნის ამაღლების კვირეული

2 ნოემბერს, ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცოდნის ამაღლების კვირეულის ფარგლებში, ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიული ცენტრი მონაწილეობდა საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

ღონისძიებაზე ცენტრის მთავარმა ექიმმა, დეა ნიჟარაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე:

„ფაგები და ფაგოთერაპია, როგორც ანტიბაქტერიული რეზისტენტობის დაძლევის პერსპექტიული გზა.“ 

პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფაგოთერაპიის უნიკალურ როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მკურნალობაში და მის პოტენციალზე გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში. 

ღონისძიება ხელს უწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცოდნის გაზრდას და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას.