ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმები ოქსფორდში, ფაგების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარმა ექიმმა დეა ნიჟარაძემ, თერაპევტებმა ლია ნადარეიშვილმა და მარიამ დადიანმა 2-3 სექტემბერს ოქსფორდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Phages 2024 – 14th International Conference მიიღეს მონაწილეობა. ეს გახლავთ მსოფლიოს რანგის კონფერენცია, რომლის მონაწილეებიც ფაგების, მისი შესაძლებლობების, უახლესი კვლევების და კონკრეტული წარმატებული სამედიცინო შემთხვევების შესახებ მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. 2023 წელს ექიმებმა წარადგინებს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა. მიმდინარე წელს კი მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე ქართველმა ექიმებმა უცხოელ კოლეგებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან კონკრეტული სამედიცინო შემთხვევები და მათი წარმატებული მართვის შედეგები გააცნეს.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ