12.07.2024

კანის რა დაავადებების მკურნალობის დროს ინიშნება ფაგებით მკურნალობა?

ბოლო ათწლეულია, კანის პრობლემების სტატისტიკა განსაკუთრებით გაიზარდა. 2022 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ზრდასრულ ქალებში აკნემ 10%-ით მოიმატა.

გარდა ამისა, გაიზარდა კანის ბაქტერიული ინფექციების რიცხვიც. დერმატოლოგიური დაავადებების გავრცელების ზრდის პარალელურად კიდევ უფრო განვითარდა და დაიხვეწა მათი მკურნალობის მეთოდები. შესაბამისად, შედეგიც უფრო მარტივად მისაღწევი გახდა.

კანის პრობლემების სამკურნალოდ უკვე აქტიურად გამოიყენება ფაგოთერაპიარომელსაც თან არანაირი გვერდითი ეფექტი არ ახლავს და განკურნების მაჩვენებელიც მაღალი აქვს. ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, ფაგი არ ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს და ორგანიზმს ჯანსაღი იმუნიტეტის შენარჩუნებაში ეხმარება.

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში - ბაქტერიოფაგის კლინიკაში, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს, თუმცა პოპულარული მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა. ფაგოთერაპიის ცენტრი შედის ელიავას ბაქტერიოფაგის კონსორციუმში და მას ზურგს უმაგრებს „გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" საუკუნოვანი გამოცდილება ფაგების კვლევასა და გამოყენებაში.

უფრო დეტალურადრა სახის კანის ბაქტერიული ინფექციების დროს მიმართავენ ფაგოთერაპიას და რამდენად ეფექტურია მკურნალობის აღნიშნული მეთოდიამის შესახებ ბაქტერიოფაგის კლინიკის დერმატოლოგ-ენდოკრინოლოგი ნანა ყანჩელი საუბრობს:

წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ